ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2024/2025 წლის სეზონის პლეი ოფის ეტაპი დაიწყო #1TVSPORT
2025 წლის NBA-ის პლეი ოფი დაიწყო. დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში ჯამში ოთხი შეხვედრა გაიმართა. „დენვერისა“ და „კლიპერსის“ მატჩი განსაკუთრებით საინტერესო და დაძაბული გამოვიდა.
„დენვერი“ – „კლიპერსი“
დენვერ „ნაგეტსმა“ საკუთარ მოედანზე ლოს-ანჯელეს კლიპერსს ოვერტაიმში 112:110 სძლია და სერიაში დაწინაურდა. მასპინძლებს ყველაზე მეტი ქულა ნიკოლა იოკიჩმა შესძინა – 28 ქულა, 12 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა. „კლიპერსის“ ლიდერი ჯეიმსი ჰარდენი გახლდათ 32 ქულით.
„ლეიკერსი“ – „მინესოტა“
მინესოტა „ტიმბერვულვზმა“ გასვლით მატჩში 117:95 დაამარცხა „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ და მეტოქეს მოედნის უპირატესობა წაართვა. ლუკა დონჩიჩმა შეხვედრა 37 ქულით დაასრულა (13/24 სროლის სიზუსტე), ლებრონ ჯეიმსმა კი გუნდს 19 ქულა და 7 პასი შესძინა. „მინესოტას“ რიგებში ყველაზე მეტი, 25 ქულა ჯეიდენ მაკდენიელსს ჰქონდა.
„ნიუ იორკი“ – „დეტროიტი“
აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ფავორიტმა, „ნიუ იორკმა“ სერიის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე 123:112 სძლია „დეტროიტ პისტონსს“. მასპინძელთა რიგებში გამორჩეული 34 ქულით ჯეილენ ბრანსონი გახლდათ, ხოლო სტუმართა შემადგენლობიდან 25 ქულა ტობაიას ჰარისმა ჩააგდო.
„ინდიანა“ – „მილუოკი“
„ინდიანა პეისერსმა“ პირველი რაუნდი „მილუოკისთან“ გამარჯვებით დაიწყო – 117:98. მასპინძელთა გამარჯვება, დიდწილად, პასკალ სიაკამის შედეგიანმა თამაშმა განაპირობა – 25 ქულა. სტუმართა ლიდერმა, იანის ანტეტოკუმპომ მატჩი 36 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა.