ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში „რუსთავმა“ „სამგურალი“ დაამარცხა და ლიდერთა სამეულში დაბრუნდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-14 ტური „პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრით დასრულდა – „რუსთავმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე სოლომონ კესიმ გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. „რუსთავმა“ 23 ქულა დააგროვა და ლიდერთა სამეულში დაბრუნდა, „სამგურალი“ კი მე-8 პოზიციაზეა.
შემდეგი ტური 24 მაისს „დინამო არენაზე“ ქართული „კლასიკოთი“ დაიწყება – „დინამო თბილისი“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.