ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მესამე წრე იწყება
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მესამე წრე იწყება

დღეს, 3 აგვისტოს, ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მესამე წრე დაიწყება.

პირველ შეხვედრაში თბილისის „დინამო“ „რუსთავს“ უმასპინძლებს. „დინამო არენაზე“ თამაში 20:00 საათზე დაიწყება.

ხვალ, 4 აგვისტოს, 17:30 საათზე, „ლოკომოტივი“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „სამტრედიას“ მიიღებს, ხოლო ეროვნული ლიგის ლიდერი „საბურთალო“, 21:00 საათზე, „სიონს“ უმასპინძლებს. ეს მატჩი „მიხეილ მესხის“ ძირითად მოედანზე გაიმართება.

ტური ორშაბათს, 6 აგვისტოს, ევროპალიგის მონაწილეთა დაპირისპირებებით დასრულდება: საჩხერის „ჩიხურა“, 17:30 საათზე, ფოთის „კოლხეთს“ ივანწმინდაში მიიღებს, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“, 20:00 საათზე, გორის „დილას“ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ეთამაშება.