ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მესამე წრე დასრულდა – „დილამ“ სტუმრად „სპაერს“ სძლია #1TVSPORT

22:54, 21.09.2026

ეროვნული ლიგის 27-ე ტური „მიხეილ მესხი 2“-ის მოედანზე გამართული შეხვედრით დასრულდა – „სპაერმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.

მასპინძლებმა შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყეს და მე-11 წუთზე თემურ ცალუღელაშვილის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა ამის შემდეგ გორის „დილა“ დიდ უპირატესობას დაეუფლა და მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსი აღარ დაუტოვა.

22-ე წუთზე შოთა შეყილაძემ ანგარიში გაათანაბრა, 31-ე წუთზე კი ლაშა მენთეშაშვილმა გუნდი წინ გაიყვანა. 43-ე წუთზე მენთეშაშვილმა თავისივე გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა (დუბლი გაიფორმა), ხოლო ტაიმის კომპენსირებულ დროში (45+1) მოჰამედ კანტემ მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

27 ტურის შემდეგ „სპაერი“ 25 ქულით მე-9 ადგილზე დარჩა, „დილამ“ კი 40 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილზე იმყოფება და ლიდერთა ჯგუფთან ჩამორჩენა შეამცირა. ამ მატჩით ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა.

ეროვნული ლიგა
ბშ
  • 1
    დინამო (ბათუმი) დინამო (ბათუმი)
    27
    13
    8
    6
    10
    47
  • 2
    რუსთავი რუსთავი
    27
    13
    7
    7
    9
    46
  • 3
    იბერია 1999 (თბილისი) იბერია 1999 (თბილისი)
    26
    14
    4
    8
    9
    46
  • 4
    დინამო (თბილისი) დინამო (თბილისი)
    26
    12
    9
    5
    14
    45
  • 5
    დილა (გორი) დილა (გორი)
    27
    12
    4
    11
    8
    40
  • 6
    ტორპედო (ქუთაისი) ტორპედო (ქუთაისი)
    27
    9
    9
    9
    9
    36
  • 7
    სამგურალი (წყალტუბო) სამგურალი (წყალტუბო)
    27
    9
    5
    13
    -14
    32
  • 8
    გაგრა გაგრა
    27
    6
    11
    10
    -12
    29
  • 9
    სპაერი (თბილისი) სპაერი (თბილისი)
    27
    5
    10
    12
    -9
    25
  • 10
    მეშახტე (ტყიბული) მეშახტე (ტყიბული)
    27
    2
    11
    14
    -24
    17

მსგავსი