ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში „იბერიისა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

20:16, 15.03.2026

ეროვნული ლიგის მე-4 ტური ცენტრალური მატჩით დაიწყო – „იბერიამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და ფრედ ითამაშა – 0:0.

„იბერიამ“ მატჩი სამი წამყვანი მოთამაშის გარეშე ჩაატარა – ამირან ძაგანია და არმელ ზოური დისკვალიფიცირებულები იყვნენ, ხოლო გიორგი ჯინჯოლავამ შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. „დინამოს“ კი გიორგი ზარია ვერ დაეხმარა.

საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მსგავსი