ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში „დინამო თბილისისა“ და „იბერიის“ მატჩი გადაიდო #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ დათანხმდა „იბერიის“ წინადადებას და ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შეხვედრა გადაიდო – ინფორმაცია „დინამოს“ პრესსამსახურმა დაადასტურა.
„23 აგვისტოს „იბერიასთან“ გასამართი ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩი კლუბების შეთანხმებით გადადებულია. თამაში 4 ოქტომბერს, სანაკრებო პაუზის პერიოდში ჩაინიშნა“, – წერია „დინამო თბილისის“ განცხადებაში.
„იბერია“ ევროპალიგის პლეიოფის პირველ მატჩს პოლონეთში „იაგელონიასთან“ 20 აგვისტოს ბიალისტოკში გამართავს, საქართველოში კი 22 აგვისტოს დაბრუნდება, „დინამოსთან“ მატჩამდე ერთი დღით ადრე.
ევროტურნირზე დარჩენილი ერთადერთი ქართული კლუბისადმი თემურ ქეცბაიას გუნდის დამოკიდებულება კიდევ უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ „დინამო თბილისი“ და „იბერია“ ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობისთვის იბრძვიან და უშუალო კონკურენტები არიან.