ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მეორე ტურის მატჩები გაიმართა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ტურის მატჩები გაიმართა, რომელთაგან სამი უგოლოდ დასრულდა.
ზუგდიდის „ოდიშმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და ოთარ კვერნაძის დუბლით (71, 80) 2:0 დაამარცხა. ეს ლიგაში ახლად აღზევებული გუნდის პირველი გამარჯვება იყო.
„სამტრედია“ გასვლაზე დუშეთის „არაგვს“ დაუპირისპირდა და ლუკა ჩოხელის ავტოგოლით (34) დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა თამაში შემოატრიალეს – თორნიკე მოლაშვილის (51) და შაკო დვალიშვილის (58) გოლებით სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
გორი — „სიონი“ 0:0
„თელავი“ — „გარეჯი“ 0:0
„შტურმი“ — „მერანი“ 0:0
„არაგვი“ — „სამტრედია“ 2:1
„ოდიში“ — „კოლხეთი“ 2:0