ეროვნულ ნაკრებში ცვლილებაა - კვარაცხელია წიტაიშვილმა ჩაანაცვლა #1TVSPORT
ეროვნულ ნაკრებში ცვლილებაა - კვარაცხელია წიტაიშვილმა ჩაანაცვლა #1TVSPORT

ყაზანის „რუბინში“ მიღებული ტრავმის გამო სექტემბერში გასამართ ოფიციალურ და ამხანაგურ შეხვედრებში ეროვნულ გუნდს შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. ამის გამო ვილი სანიოლიმ საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში ცვლილება შეიტანა.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, კვარაცხელიას ნაცვლად გუნდს გიორგი წიტაიშვილი შეუერთდება – კიევის „დინამოს“ ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ოდესის „ჩერნომორეცში“ იჯარით თამაშობს.

გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად მიმდინარე წლის მაისში მიიღო და ეს მისთვის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა. 21 წლის თავდამსხმელი უკრაინის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში დაშავდა, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ქართველ გულშემატკივარს ექნება შანსი, ახალგაზრადა ტალანტი იხილოს.

სექტემბერში დაგეგმილი მატჩებისთვის მზადებას ვილი სანიოლის გუნდი 30 აგვისტოდან დაიწყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 26 ფეხბურთელით შავიზღვისპირეთში გაივლის.