ეროვნულ ლიგაში ყველაზე სასარგებლო მოთამაშე მარუშიჩია - სერბი გერმანული სისტემით დაწინაურდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში ყველაზე სასარგებლო მოთამაშე მარუშიჩია - სერბი გერმანული სისტემით დაწინაურდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 26-ე ტურში „დინამო თბილისის“ სერბმა თავადმსხმელმა ზორან მარუშიჩმა „სამტრედიას“  გოლი გაუტანა და ეროვნული ლიგის ბომბარდირთა ლიდერს, გიორგი ფანცულაიას (12 გოლი) დაეწია.

 

ეროვნული ლიგა

 

ბომბარდირები

  1. გიორგი ფანცულაია, დინამო ბთ 12 გოლი
  2. ზორან მარუშიჩი, დინამო თბ 12
  3. ჯაბა ჯიღაური, დინამო ბთ 10
  4. სერგო კუხიანიძე, სამგურალი 9
  5. გიორგი გაბედავა, დინამო თბ 8
  6. ირაკლი სიხარულიძე, ლოკომოტივი 8
  7. იური ტაბატაძე, საბურთალო 7
  8. დმიტრი მანდრიჩენკო, საბურთალო 7
  9. ულად-ომარ იმრანი, ლოკომოტივი 6
  10. მამია გავაშელიშვილი, ლოკომოტივი 6

 

გოლის გარდა, „დინამო თბილისის“ სერბმა თავდამსხმელმა „სამტრედიასთან“ 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა და ლიგის საუკეთესო ასისტენტებს, თანაგუნდელს მილან რადინს და „საბურთალოს“ ფეხბურთელს, აკაკი შულაიას (ორივეს 6-6 ასისტი აქვს) გადაასწრო – მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა.

საგოლე პასი

  1. ზორან მარუშიჩი, დინამო თბ 4
  2. მილან რადინი, დინამო თბ 6
  3. აკაკი შულაია, საბურთალო 6
  4. ჯაბა ჯიღაური, დინამო ბთ 5
  5. გიორგი ლაცაბიძე, საბურთალო 5
  6. რევაზ ჩიტეიშვილი, დილა 5
  7. გიორგი ფანცულაია, დინამო ბთ 5
  8. დმიტრი რეკიში, ტორპედო 4
  9. თორნიკე კირკიტაძე, ლოკო 4
  10. ბექა დარცმელია ლოკო 4

 

ამ შედეგით, მარუშიჩი ეროვნული ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეთა სიის სათავეშიც მოექცა – მან გერმანული სისტემით (გოლი+პასი) 19 ქულა დააგროვა და კონკურენტს, გიორგი ფანცულაიას გადაასწრო.

მარუშიჩი ბომბარდირთა ლიდერს, გიორგი ფანცულაიას (12 გოლი) დაეწია და საუკეთესო ასისტენტებს, თანაგუნდელს მილან რადინს და „საბურთალოს“ ფეხბურთელს, აკაკი შულაიას (ორივეს 6-6 ასისტი აქვს) გადაასწრო – მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა

გოლი+პასი

  1. ზორან მარუშიჩი, დინამო თბ 19 (12+7)
  2. გიორგი ფანცულაია, დინამო ბთ 17 (12+5)
  3. ჯაბა ჯიღაური, დინამო ბთ 15 (10+5)
  4. ირაკლი სიხარულიძე, ლოკო 11 (8+3)
  5. სერგო კუხიანიძე, სამგურალი 11 (9+2)
  6. იური ტაბატაძე, საბურთალო 10 (7+3)
  7. ულად-ომარ იმრანი, ლოკო 9 (6+3)
  8. მილან რადინი, დინამო თბ 9 (3+6)
  9. დმიტრი მანდრიჩენკო, საბურთალო 8 (7+1)
  10. გიორგი გაბედავა, დინამო თბ 8 (8+0)
  11. აკაკი შულაია, საბურთალო 8 (2+6)