ეროვნულ ლიგაში „თელავისა“ და „შუქურას“ შეხვედრა ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში „თელავისა“ და „შუქურას“ შეხვედრა ფრედ დასრულდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-13 ტური თელავის „კავკასიონი არენაზე“ გამართული დაპირისპირებით დასრულდა – „თელავმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა.

„თელავმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით პირველი თამაში ჩაატარა. თამაში დაძაბული იყო, მაგრამ სანახაობრივი არ გამოდგა. პირველი ტაიმის შემდეგ „შუქურა“ უფრო აქტიურობდა, მასპინძელი „თელავი“ კი კონტრშეტევებზე ცდილობდა წარმატების მიღწევას, მაგრამ საბოლოოდ გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა.

13 ტურის შემდეგ „თელავი“ რვა ქულით მერვე ადგილზეა, „შუქურა“ კი შვიდი ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს.