ეროვნულ ლიგაში „ლოკომოტივს“ კიდევ ერთი მატჩი გადაუდეს
ეროვნულ ლიგაში „ლოკომოტივს“ კიდევ ერთი მატჩი გადაუდეს

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში კიდევ ერთი მატჩი გადაიდო – ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე მითითებულია, რომ მე-14 ტურის შეხვედრა ბათუმის „დინამოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის, რომელიც 28 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო და მომდევნო თვეში, 26 ნოემბერს დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივს“ წინა ტურის მატჩიც გადაუდეს – ეს 18 ოქტომბერს, მე-13 ტურში დანიშნული მატჩი გახლავთ, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე „ლოკომოტივსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის უნდა გამართულიყო.

მიზეზი კოვიდინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების კონტაქტი გახდა – შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისური კლუბების დაპირისპირება 8 ნოემბერს გაიმართება.