ეროვნულ ლიგაში „დილამ“ წყალტუბოში „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT

20:52, 09.04.2025

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

მეტოქეთა მცდელობების მიუხედავად, ფეხბურთის ფედერაციის წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში გამართული დაპირისპირების პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

52-ე წუთზე, მასპინძელთა მცველმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთი ვერ მოიგერია, რომელიც „დილას“ თავდამსხმელმა დომინიკ ამპონსამ მოიპოვა და იბრაჰიმა დრამეს გადააწოდა, რომელიმაც ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

გორის „დილამ“ წაუგებელი მატჩების სერია ხუთამდე გაზარდა და 7 ტურის შემდეგ 14 ქულით მეორე ადგილზეა, წყალტუბოს“ „სამგურალი“ კი კონკურენტების თამაშამდე მე-6 ადგილზე რჩება.

მსგავსი