ეროვნულ ლიგაში მე-8 ტური გაიმართება
ეროვნულ ლიგაში მე-8 ტური გაიმართება

26-27 აპრილს, ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართება. პირველი თამაში ”მიხეილ მესხი 2”-ზე ჩატარდება, სადაც აუტსაიდერი თბილისის ”ლოკომოტივი” ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელს, გორის ”დილას” მიიღებს.

ლანჩხუთის ”ევგრაფი შევარდნაძეზე” მე-9 ადგილოსანი ”სამტრედია” ”რუსთავს” დაუპირისპირდება. რუსთაველებს კი ლიდერთა ჯგუფში შესასვლელად მოგება აუცილებლად სჭირდებათ.

დარჩენილი სამი მატჩი პარასკევს, 27 აპრილს, ჩატარდება: ”დინამო არენაზე” ”დინამო თბილისი”, რომლის მიზანიც მხოლოდ მოგებაა, ფოთის ”კოლხეთი 1913”-ს შეხვდება. თბილისელთა სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ ფოთელებს სამი წამყვანი მოთამაშე დააკლდებათ – დისკვალიფიკაციის გამო გიორგი კახელიშვილი, ზურაბ არზიანი და ბორის მახარაძე ვერ ითამაშებენ.

წინა ტურში დამარცხებული და მე-6 ადგილზე დაქვეითებული ”ტორპედო” კი სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას ქუთაისის ”რამაზ შენგელიაზე” ბოლნისის ”სიონთან” შეეცდება.

ტურის ცენტრალურ მატჩი კი ივანწმინდას ცენტრალური სტადიონზე გაიმართება – მესამეადგილოსანი საჩერეს ”ჩიხურა” გათამაშების ლიდერს და პრინციპულ მეტოქეს, თბილისის ”საბურთალოს” მიიღებს. მოგების შემთხვევაში, საჩხერელები ჩამორჩენას 3 ქულამდე შეამცირებენ.

ეროვნულ ლიგა 2-ში კი მე-8 ტურის 5 შეხვედრა დღეს გაიმართება:

მარტვილის ”მერანი” – ”ცხინვალი”
”თელავი” – ”ნორჩი დინამო”
”გაგრა” – ”დინამო” ბთ
”ვიტ ჯორჯია” – წყალტუბოს ”სამგურალი”
”შუქურა” – ”შევარდენი”