ეროვნულ ლიგას „რუსთავი“ და „იბერია“ ლიდერობენ, „ტორპედო“ ბოლო წამზე დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 28-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა და ამით გათამაშება დასკვნით ფაზაში შევიდა. სამივე შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა.
„მეშახტე“ – „იბერია“ 1:2
წყალტუბოს „26 მაისი – არენაზე“ ანგარიში მე-10 წუთზე სტუმართა ლეგიონერმა ფილიპ ჩანჩარმა გახსნა, ნიკა სიხარულაშვილმა 22-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 33-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ დააფიქსირა.
„რუსთავი“ – გორის „დილა“ 3:1
„დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ გამართული დაპირისპირება „რუსთავმა“ შესანიშნავად ჩაატარა. ანგარიში 21-ე წუთზე ჯექსონ კენიოს დარტყმით გახსნა, მე-40 წუთზე უპირატესობა ჟან სოუზა დე ალმეიდას გოლით გაზარდა…
„სპაერი“ – ქუთაისის „ტორპედო“ 3:3
პირველი სათამაშო დღე „მიხეილ მესხი 2-ზე“ გამართული ყველაზე სანახაობრივი და დრამატული მატჩით დასრულდა – „სპაერი“ მე-6 წუთზე ლაშა კოხრეიძის გოლით სწრაფად დაწინაურდა, ქუთაისელებმა კომნენ ანდრიჩის დუბლით შესვენებამდე დაწინაურება შეძლეს.
81-ე წუთზე ზურაბ გოლუბიანმა შესანიშნავი შორეული გასროლით წონასწორობა აღადგინა. გიორგი არაბიძემ 90+8-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და ასისტთან ერთად ანგარიშზე გოლიც ჩაიწერა. სულ კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 21 საგოლე მოქმედებაა – 8 გოლი და 13 საგოლე გადაცემა. მაგრამ 90+11-ე წუთზე გოჩა ცირდავამ „სპაერს“ ქულა მოუტანა.
28 ტურის შემდეგ 49-49 ქულით „რუსთავი“ და „იბერია“ ლიდერობენ, მათი გადასწრება „დინამო თბილისს“ (48) და ბათუმის „დინამოს“ (47) შეუძლიათ, რომლებიც ხვალ ერთმანეთს ბათუმში დაუპირისპირდებიან.