ეროვნულ ლიგას ორი ბომბარდირი ჰყავს - გაბედავა ბოლო ტურში ზივზივაძეს დაეწია
ეროვნულ ლიგას ორი ბომბარდირი ჰყავს - გაბედავა ბოლო ტურში ზივზივაძეს დაეწია

ეროვნული ლიგის გათამაშება დასრულდა, ბომბარდირთა დავა კი ერთდროულად ორმა ფეხბურთელმა მოიგო – ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი გაბედავამ სეზონი 22-22 გოლით დაასრულა.

ბოლო ტურამდე 22 გოლით თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე იყო, რომელიც 2 გოლით უსწრებდა საჩხერეს „ჩიხურას“ და გორის „დილას“ შემტევებს, გიორგი გაბედავას და მიკოლა კოვტალიუკს.

ბოლო ტურში საჩხერელმა გაბედავამ „სიონს“ 2 გოლი გაუტანა და დაეწია ზივზივაძეს, რომელმაც „დილას“ კარის აღება ვერ მოახერხა. კოვტალიუკმა დღეს „დინამოს“ კარში გაიტანა, მაგრამ 21 გოლით ეროვნული ლიგის მეგოლეებში მხოლოდ მე-3 ადგილზე გავიდა.

ზივზივაძემ და გაბედავამ 22-22 გოლი კი დააგროვეს, მაგრამ იყო არასწორი ინფორმაციები, თითქოს თანაბარი გოლების დროს ბომბარდირებში უპირატესობა ენიჭებოდა მეტი საგოლე გადაცემით ან ნაკლები პენალტით.

სინამდვილეში, ფეხბურთის ფედერაციაში პირველ არხს განუმარტეს, რომ ბომბარდირად ორივე გამოცხადდება და ამ ტიტულის მოსაპოვებლად არანაირი დამატებითი მაჩვენებელი არ იქნება გათვალისწინებული.

ბუდუ ზივზივაძე 22 გოლი
გიორგი გაბედავა 22 გოლი
მიკოლა კოვტალიუკი 21 გოლი

დატოვე კომენტარი