ეროვნულ ლიგა 2-ში საუკეთესოები „შუქურადან“ არიან
ეროვნულ ლიგა 2-ში საუკეთესოები „შუქურადან“ არიან

ეროვნული ლიგა 2-ში პირველი წრე დასრულდა და ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა საუკეთესოები დაასახელა.

გასაკვირი არაა, რომ საუკეთესო მწვრთნელიც და მოთამაშეც გათამაშების ლიდერი გუნდიდან, ქობულეთის „შუქურადან“ არიან.

საუკეთესო მწვრთნელად ქობულეთელთა მთავარი მწვრთნელი გიორგი შაშიაშვილი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი გათამაშებას ლიდერობს და ეროვნულ ლიგაში გადასვლის რეალური კანდიდატია.

ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელიც „შუქურას“ წარმოადგენს – ჯეფერსონ ჯერალდო. 31 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში ჩატარებულ 9 მატჩში 8 გოლი გაიტანა და გუნდის ლიდერობაში დიდი როლი ითამაშა.