ეროვნულ ლიგა 2-ში მერანი ლიდერობს
ეროვნულ ლიგა 2-ში მერანი ლიდერობს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მეხუთე ტურის მატჩები დასრულდა. ქობულეთის შუქურამ ზუგდიდს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. სტუმართა თავდამსხმელის, ბექა ზაქრაძის (4) გოლს, მასპინძლებმა ორით უმასუხეს – 25-ე წუთზე ზუგდიდელთა მცველმა ირაკლი მოისწრაფიშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო ქობულეთელებს გამარჯვება 61-ე წუთზე გიორგი ჩელებაძემ ზუსტად შესრულებული პენალტით მოუტანა 2:1.

თბილისის მერანმა საპერის სტადიონზე ლანჩხუთის გურია 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაშიც ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – ბექა ტუღუშმა თბილისელთა კარი 50-ე წუთზე აიღო, გამარჯვებულთაგან კი თავი გამოიჩინეს დავით ბოლქვაძემ (57), რაფაელ ჩუკვურამ (63) და გიორგი ნიქაბაძემ (65).

ეროსი მანჯგალაძეზე სამტრედიამ ცხინვალს უმასპინძლა და 17 წლის ანატოლი მესიაჩენკოს (56) გოლით 1:0 დამარცხა. ფოთის კოლხეთი 1913 საკუთარ მოედანზე თელავთან განადგურდა 0:5. ალექსანდრე კოშკაძემ (50, 58) დუბლი შეასრულა, თითო-თითო გოლი მიითვალეს რატი კაკიაშვილმა (41) და უკრაინელმა ლეგიონერებმა, იაროსლავ კვასოვმა (67) და დმიტრო პუდმა (76).

გაგრა საკუთარ მოედანზე შევარდენი 1906-ს შეხვდა და 0:1 დამარცხდა. მუხიანის სპორტულ კომპლექსში გამართული ამ მატჩის შედეგი 65-ე წუთზე გიორგი ივანიაძის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.

ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში თბილისის მერანია (12 ქულა), მეორეზე სამტრედიაა (11), ხოლო მესამეზე – ქობულეთის შუქურა (10). ბოლო ადგილებზე კი ზუგდიდი (1) და გურია (0) არიან.