ეროვნულ ლიგა 2-ში ხობის „კოლხეთი“ და „ვიტ ჯორჯია“ ითამაშებენ #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში ხობის „კოლხეთი“ და „ვიტ ჯორჯია“ ითამაშებენ #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში პლეი ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა. ლიგის საგზური „კოლხეთმა“ და „ვიტ ჯორჯიამ“ მოიპოვეს.

6 დეკემბერს, პლეი ოფის პირველ შეხვედრაში, ხობში „კოლხეთმა“ „რუსთავი“ 1:0 დაამარცხა. საპასუხო მატჩში, რომელიც რუსთავში ჩატარდა, ხობელებმა ოთარ ტორაძის გოლით მოიგეს, მეტოქე ორი თამაშის ჯამში 2:0 დაამარცხეს და ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურდნენ.

„ვიტ ჯორჯიამ“ კი ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა. პირველ შეხვედრაში თბილისელებმა დუშეთის „არაგვს“ გლდანის საფეხბურთო ცენტრში უმასპინძლეს და 0:0 ითამაშეს. საპასუხო დაპირისპირება თბილისში, „მარაკანას“ სტადიონზე გაიმართა. 45-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ ეფექტური დარტყმით  შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა, „ვიტ ჯორჯიამ“ 1:0 მოიგო და მომავალ სეზონში კვლავ ლიგა 2-ში ითამაშებს.

რუსთავი – კოლხეთი (ხობი) 0:1 (0:1)

არაგვი – ვიტ ჯორჯია 0:1 (0:0)

ამგვარად, 2023 წელს ეროვნულ ლიგა 2-ში ხობის „კოლხეთი“ და „ვიტ ჯორჯია“ ითამაშებენ, ხოლო „რუსთავი“ და „არაგვი“ ლიგა 3-ში იასპარეზებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 11 და 12 დეკემბერს ეროვნული ლიგა/ლიგა 2-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩები გაიმართება:

კვირა, 11 დეკემბერი

ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“

13:00 სიონი – სამტრედია (პირველი მატჩი 0:1)

ორშაბათი, 12 დეკემბერი

თბილისი, სპაერის სტადიონი

13:00 სპაერი – გაგრა (პირველი მატჩი 0:2)