ეროვნული ლიგიდან კიევის დინამოში? | მიკოლა კოვტალიუკი - ვიცი რომ კიევის დინამო მაკვირდება [ექსკლუზივი]
ეროვნული ლიგიდან კიევის დინამოში? | მიკოლა კოვტალიუკი - ვიცი რომ კიევის დინამო მაკვირდება [ექსკლუზივი]

„ვიცი, რომ კიევის „დინამო“ მაკვირდება და ეს ძალიან მახარებს. დიდი იმედი მაქვს, რომ პროგრესს გავაგრძელებ და კიევურ კლუბში გადავალ“ – ეს სიახლე ექსკლუზიურად პირველ არხს, გორის „დილას“ უკრაინელმა თავდამსხმელმა – მიკოლა კოვტალიუკმა, თბილისის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ გაუმხილა.

დღეს, ეროვნული საფეხბურთო ლიგის 27-ე ტურში, გორში „დილამ“ თბილისის „დინამოს“ სწორედ კოვტალიუკის მიერ 74-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო. უკრაინელმა თავდამსხმელმა, მიმდინარე სეზონში მე-15 გოლი გაიტანა და ლიგის საუკეთსო ბომბარდირ – გიორგი გაბედავასთან ჩამორჩენა ერთ ბურთამდე შეამცირა.

მიკოლა კოვტალიუკის თქმით, კიევური გუნდი მისით მცირე ხნის წინ დაინტერსდა – „ვერ ვიტყვი, რომ კონტრაქტის გაფორმება უკვე გადაწყვეტილია და სეზონის დასრულებისთანავე „დინამოში“ გადავალ. მაგრამ ვიცი, რომ დაინტერესება არის და მაკვირდებიან. იმედია, სეზონის ბოლომდე კიდევ ბევრ ბურთს გავიტან, საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდები და „დინამოში“ ან სხვა უკრაინულ კლუბში მოვხდები. დაინტერესება სხვებისგანაც არის.“