ერნესტო ვალვერდეს მიაჩნია, რომ „ბარსელონაში“ უსამართლოდ მოექცნენ
ერნესტო ვალვერდეს მიაჩნია, რომ „ბარსელონაში“ უსამართლოდ მოექცნენ

„ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე მიიჩნევს, რომ გუნდიდან მისი დათხოვნა უსამართლობა იყო.

„ბარსელონაში“ მუშაობა ჩემთვის არაჩვეულებრივი გამოცდილებაა. ძალიან გამიმართლა, რომ ამ კლუბში ვმუშაობდი. მიხარია, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა, მაგრამ როცა ხელს კონტრაქტს აწერ, ხვდები, რომ შენი მომავალი შედეგებზეა დამოკიდებული. მთელი პასუხისმგებლობა ყოველთვის მწვრთნელზეა, – ციტირებს ვალვერდეს Marca.

თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ სამართლიანად მომექცნენ, მაგრამ არ არის კარგი გამუდმებით წარსულისკენ ყურება. თვალი მომავალს უნდა გავუსწორო და წინ ვიარო“ – ამბობს ერნესტო ვალვერდე.