ერნესტო ვალვერდე - მანჩესტერ იუნაიტედს მატჩის ბოლოსთვის რაღაცა ექნება შემონახული
ერნესტო ვალვერდე - მანჩესტერ იუნაიტედს მატჩის ბოლოსთვის რაღაცა ექნება შემონახული

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ მანჩესტერ იუნაიტედს მატჩების ბოლო წუთებისთვის ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული აქვს ხოლმე მოტოვებული და კამპ ნოუზე საკმაოდ რთული მატჩი იქნება.

შეკუთხვაზე, დაიწყებს თუ არა უსმან დემბელე თამაშს ძირითად შემადგენლობაში, ერნესტო ვალვერდემ ასეთი პასუხი გასცა:

„მნიშვნელოვანია, ვინ დაიწყებს თამაშს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ ვინ დაასრულებს მას, რადგან მანჩესტერ იუნაიტედს მატჩების ბოლოსთვის ყლველთვის რაღაცა აქვს მოტოვებული. წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე მათ სტუმრად გამართული ოთხი მატჩიდან სამი მოიგეს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველი მატჩის შედეგი არაფერს წყვეტს“.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ოლდ ტრაფორდზე სტუმართა გამარჯვებით, 0-1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარსელონას, საკუთარ მოედანზე მატჩის დაწყებამდე, საკმაოდ კომფორტული უპირატესობა აქვს შექმნილი.

მატჩი კამპ ნოუზე ხვალ, 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.