ერნესტო ვალვერდე „ბარსელონასგან“ კომპენსაციას არ მოითხოვს
ერნესტო ვალვერდე „ბარსელონასგან“ კომპენსაციას არ მოითხოვს

„ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე არ მოითხოვს კატალონელებისგან კომპენსაციას კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტისთვის. ამის შესახებ დაწერა გამოცემა „მუნდო დეპორტივომ“.

ესპანელ სპეციალისტს კიდევ რჩებოდა წელიწადნახევარი კონტრაქტის ამოწურვამდე, მაგრამ გადაწყვიტა უარი ეთქვა კომპენსაციაზე, რათა შეენარჩუნებინა კარგი ურთიერთობა კატალონური კლუბის ხელმძღვანელობასთან.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა „ბეტისის“ ყოფილი დამრიგებელი კიკე სეტიენი.