ერნესტო ვალვერდე - „ბარსელონასა“ და „რეალის“ წყვილში გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს
ერნესტო ვალვერდე - „ბარსელონასა“ და „რეალის“ წყვილში გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ მადრიდის „რეალთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„დღეს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ უკეთესი იყო მესი მეორე ტაიმში გამოგვეყვანა. როდესაც ის მოედანზე გავიდა, მას სიტუაციის გადაწყვეტა შეეძლო. ყოველ ჯერზე, როცა ის ბურთს იღებდა, ჩვენ გრძნობა გვქონდა, რომ მას მეტოქის კართან რაღაცის შექმნა შეეძლო. რა თქმა უნდა, როდესაც მოწინააღმდეგეს პირველ წუთებზე გააქვს, შენ კი ათანაბრებ, ეს კარგია. ისინი დასაწყისში დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ ბურთს. შემდეგ ჩვენ თანდათან დავიწყეთ მეტოქის კართან ხიფათის შექმნა. ხოლო როდესაც ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, ფრეს მივაღწიეთ. თამაშის დროს ჩვენ სხვადასხვა ეტაპი გავიარეთ.გადაწყვეტილი არაფერია, გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი კალიბრის მეტოქეები არიან, კიდევ ბევრი არაფერია ნათქვამი. ჩვენ ვიცოდით, რომ მატჩი რთული იქნებოდა. კოუტინიოს თამაშზე ბევრს ვფიქრობდი, რადგანაც მე ვიცი, რომ მისგან ბევრს ელიან. მასზე ძალიან დიდი ყურადღებაა გამახვილებული. მაგრამ ვფიქრობ, რომ ის მშვენიერი მოთამაშეა, რომელიც განვითარებას განაგრძობს, რასაც ჩვენ ველით. მას ორი-სამი მომენტი ჰქონდა. საბოლოოდ, ყველა ცდება“, – განაცხადა ვალვერდემ.

დატოვე კომენტარი