ერლინგ ჰოლანდის მეხუთე ჰეთ-თრიკი სეზონში (ვიდეო)
ავტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში ერთმანეთს „ვოლფსბერგი“ და „ზალცბურგი“ დაუპირისპირდნენ.
„ზალცბურგმა“ მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა 0:3 და სამივე გოლი ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანდმა გაიტანა.
„ზალცბურგის“ 19 წლის ლეგიონერისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეხუთე ჰეთ-თრიკია.
საინტერესოა, რომ ერლინგ ჰოლანდმა უკანასკნელ 18 მატჩში საოცარი სტატისტიკა აჩვენა – მის ანგარიშზე 26 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.
Erling Braut Håland has now scored FIVE hat-tricks for Red Bull Salzburg this season.
26 goals in 18 games. 😳 pic.twitter.com/GZiVHitMad
— Squawka Football (@Squawka) 10 November 2019