ერლინგ ჰალანდმა ზაფხულში, შეიძლება, „მანჩესტერ სიტი“ დატოვოს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა, შესაძლოა, სეზონის შემდეგ გუნდი დატოვოს, – წერს გამოცემა El Nacional-ი.
წყაროს ცნობით, ნორვეგიელმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ არ არის მზად მომავალი სეზონი ჩემპიონთა ლიგის გარეშე ითამაშოს, და თუ „სიტი“ ვერ შეძლებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას, ამან, შეიძლება, სუპერფორვარდის წასვლა გამოიწვიოს. ამ მომენტისთვის პეპ გვარდიოლას გუნდი მეხუთე ადგილზეა პრემიერლიგის გათამაშების ცხრილში.
იტყობინებიან, რომ, დიდი ალბათობით, ჰალანდი შეიძლება „რეალმა“ გაიფორმოს. ალტერნატივად მიიჩნევა „პარი სენ-ჟერმენი“, მაგრამ ფრანგული ლიგა თავად ფეხბურთელს არ ხიბლავს.
ერლინგ ჰალანდის კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2034 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში 24 წლის ფორვარდმა 38 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.