ერლინგ ჰალანდმა საკლუბო კარიერაში 300-გოლიან ნიშნულს მიაღწია #1TVSPORT

12:04, 06.09.2026

„მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰალანდმა კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა.

ჰალანდმა ამის გაკეთება ინგლისის პრემიერლიგის 2026/2027 წლის სეზონის მესამე ტურში „ქოვენთრის“ წინააღმდეგ მოახერხა. „მანჩესტერ სიტიმ“ შეხვედრა სწორედ ამ გოლით, 1:0 მოიგო.

ჰალანდს ამ მაჩვენებლის დასაფიქსირებმა 368 მატჩი დასჭირდა – მასზე სწრაფად 300 საკლუბო გოლის გატანა (365 მატჩში) მხოლოდ ლიონელ მესიმ მოახერხა.

ნორვეგიელი ფეხბურთელი, „მანჩესტერ სიტის“ გარდა, „მიოლდეს“, „ზალცბურგისა“ და „დორტმუნდის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი