ერლინგ ჰალანდმა პრემიერლიგაში 11 თებერვლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა - „მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალი“ დაამარცხა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალი“ 2:1 დაამარცხა და ლონდონურ გუნდთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. ამავდროულად, „სიტის“ ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.
შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე რაიან შერკიმ გახსნა. ზუსტად 2 წუთში „არსენალმა“ წონასწორობა აღადგინა – მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას შეცდომით კაი ჰავერცმა ისარგებლა.
„სიტიმ“ გამარჯვების გოლი მეორე ტაიმში, 65-ე წუთზე გაიტანა, თავის გამოჩენა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირმა, ერლინგ ჰალანდმა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ჩემპიონატში 11 თებერვლის შემდეგ ჰოლანდისთვის ეს პირველი გოლი იყო.
შედეგად, „არსენალს“ 70 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო „სიტი“ 67 ქულით მეორეა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელსაც გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი შეფარდება ექნება.