ერლინგ ჰალანდმა „მანჩესტერ სიტის“ ახალი კონტრაქტი არ მიიღო #1TVSPORT
ერლინგ ჰალანდმა „მანჩესტერ სიტის“ ახალი კონტრაქტი არ მიიღო #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტიში“ პრობლემები გრძელდება. ირკვევა, რომ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ერლინგ ჰალანდმა გადაწყვიტა შეწყვიტოს მოლაპარაკებები ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ, – დაწერა გამოცემა El Nacional-მა.

მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიელის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ბოლო რამდენიმე კვირა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფორვარდისთვის, რათა ახლებურად დაეწყო ფიქრი საკუთარ მომავალზე. პრემიერლიგაში წარუმატებელმა თამაშმა, აგრეთვე მუდმივმა ზეწოლამ შექმნა ჰალანდის მიმართ გაურკვევლობის ატმოსფერო.

ვარსკვლავური ფორვარდი აღარ არის დარწმუნებული ინგლისში თავის მომავალში, ამიტომაც უარი თქვა კონტრაქტზე, რომელიც „მანჩესტერ სიტიმ“ შესთავაზა.

მიმდინარე სეზონში ჰალანდმა ყველა ტურნირზე 22 მატჩში 18 გოლი გაიტანა.