ერლინგ ჰალანდის ხელფასი „მანჩესტერ სიტიში“ კვირაში 865 ათას ფუნტს უტოლდება #1TVSPORT
ერლინგ ჰალანდის ხელფასი „მანჩესტერ სიტიში“ კვირაში 865 ათას ფუნტს უტოლდება #1TVSPORT

ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰალანდი „მანჩესტერ სიტიში“ კვირაში 865 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.

როგორც გაზეთი „დეილი მეილი“ წერს, საბაზო ყოველკვირეულ ხელფასს ემატება იოლადმისაღწევი, პრაქტიკულად გარანტირებული ბონუსები.

ასე რომ, 22 წლის ფორვარდი კვირაში 865 ათას ფუნტს იღებს და ამით ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

იმავე „მანჩესტერ სიტიში“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი კვირაში 375 ათას ფუნტს გამოიმუშავებს, ხოლო ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს ხელფასი „მანჩესტერ იუნაიტედში“ კვირაში 480 ათას ფუნტს შეადგენს.

ჰალანდმა „მანჩესტერ სიტიში“ 12 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.