ერლინგ ჰალანდი ტრავმის გამო სეზონის დასკვნითი ნაწილის თამაშების უმეტესობას გამოტოვებს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი ტრავმირებულია. სკანდინავიელმა ფორვარდმა კოჭი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მეოთხედფინალური შეხვედრის დროს დაიზიანა.
კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრავმა სერიოზულია და ჰალანდი სეზონის დასკვნითი ნაწილის თამაშების უმეტესობას გამოტოვებს.
თუმცა, შესაძლოა, ის მზად იყოს ფიფა-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც აშშ-ში ივნისში დაიწყება.
მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.