ერლინგ ჰალანდი ნორვეგიის ნაკრებში ახალი გვარით ითამაშებს #1TVSPORT

11:46, 29.08.2025

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰალანდმა ნორვეგიის ნაკრებში გვარი შეიცვალა.

ეროვნული ნაკრების მაისურზე თავდამსხმელი დაამატებს დედის – ყოფილი მძლეოსნის გრიუ მარიტ ბრეუტის გვარს, – წერს გაზეთი Manchester Evening News. ნორვეგიელი ნაკრებში ითამაშებს ახალი გვარით – ბრეუტ ჰალანდი.

პირველად ერლინგ ჰალანდი ახალ მაისურს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სექტემბრის მატჩებში მოირგებს – ფინეთისა და მოლდოვის წინააღმდეგ. აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ სიტიში“ ერლინგი მაისურის შეცვლას არ აპირებს.

მსგავსი