ერლინგ ჰალანდი იანვრის ბოლომდე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ერლინგ ჰალანდი იანვრის ბოლომდე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ბომბარდირი ერლინგ ჰალანდი დაუბრუნდა ვარჯიშებს „ჰადერსფილდის“ წინააღმდეგ ინგლისის თასის მატჩის წინ, მაგრამ ჯერ არ არის საკმარისად კარგ ფორმაში.

ინგლისის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ გარისკავს ნორვეგიელი ფეხბურთელის ჯანმრთელობით და, როგორც ჩანს, ასრულებს თავის სიტყვას, რადგან ჰალანდი დეკემბრის დასაწყისიდან არ გამოჩენილა მინდორზე.

გვარდიოლამ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალისტებს ერლინგ ჰალანდის მდგომარეობასთან დაკავშირებით:

„ეს ძვალია. ამას დრო სჭირდება. ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ექიმებმა თქვეს, რომ უნდა დავიცადოთ. იმედია, ის ამ თვის ბოლოს მზად იქნება. ეს იმაზე დიდი ვადაა, ვიდრე თავდაპირველად ველოდით. ის ჩვენ გვჭირდება. იმედია, შეძლებს დაბრუნებას და ბოლო ოთხი-ხუთი თვე უპრობლემოდ თამაშს“.

გარდა ამისა, გვარდიოლამ განაცხადა, რომ იმედოვნებს გადატანილი ინფექციის შემდეგ ჯეკ გრილიშის სწრაფად დაბრუნებას.