ერლინგ ჰალანდი - გუარდიოლა რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვის #1TVSPORT
ერლინგ ჰალანდი - გუარდიოლა რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვის #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „ასტონ ვილასთან“ 1:2 დამარცხდა. ყველა ტურნირის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 12 შეხვედრაში ხოსეპ გუარდიოლას გუნდისთვის ეს მეცხრე მარცხი იყო.

აღნიშნული მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი „სიტის“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰალანდმა გააკეთა. მისი თქმით, გუნდის მთავარი მწვრთნელი გამოსავალს აუცილებლად იპოვის.

„არ დაგვავიწყდეს, რომ ბოლო შვიდ წელში ხოსეპ გუარდიოლამ ინგლისის პრემიერლიგა ექვსჯერ მოიგო. ის ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვის.

მწვრთნელის გვჯერა. წინ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა სიტუაცია გამოვასწოროთ“, – განაცხადა ჰალანდმა.

„ასტონ ვილასთან“ მარცხის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის ცხრილში მეექვსე პოზიციამდე დაქვეითდა.