ერლინგ ჰალანდი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ერლინგ ჰალანდი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი 2020-21 წლების სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად გამოცხადდა. ამის შესახებ დორტმუნდელებმა საკუთარ ვებგვერდზე დაწერეს. გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის ჩატარდა.

20 წლის ნორვეგიელმა გერმანიის ჩემპიონატის 28 მატჩში 27 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის საუკეთესოდ აღიარეს იმის მიუხედავად, რომ დასრულებულ სეზონში „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ 41 გოლი მიითვალა და გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა.

„დორტმუნდმა“ გერმანიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.