ერლინგ ჰალანდი 2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა
ერლინგ ჰალანდი 2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა

„დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი პრემია „გოლდენ ბოის“ ლაურეატი გახდა. ამ პრიზს ყოველწლიურად გადასცემს 21 წლამდე საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელს იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“.

კონკურსის ჟიურიმ უპირატესობა მიანიჭა 20 წლის ნორვეგიელს, ინტერნეტით გულშემატკივართა გამოკითხვაში კი „ბარსელონას“ 18 წლის ფორვარდმა ანსუ ფატიმ გაიმარჯვა. ჰალანდის დაჯილდოვების ცერემონია ტურინში 14 დეკემბერს გაიმართება.

მიმდინარე სეზონში ჰალანდმა 11 მატჩში ითამაშა, 11 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.

2019 წელს, „გოლდენ ბოის“ პრიზი მიიღო „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ჟოაო ფელიქსმა, 2018 წელს – „იუვენტუსის“ მცველმა მატეის ლე ლიგტმა, 2017 წელს – „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ.