ერიქსენმა რეალ მადრიდთან კონტრაქტი შეათანხმა
ერიქსენმა რეალ მადრიდთან კონტრაქტი შეათანხმა

ლონდონის ტოტენჰემის ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი ახლოს არის მადრიდის რეალში გადასვლასთან.
გაზეთ ასის ინფორმაციით, მხარეებმა შეათანხმეს 27 წლის დანიელის პირადი კონტრაქტის დეტალები. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ერიქსენის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება ინგლისურ კლუბში შემოსავლებთან შედარებით.

ახლა, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა მოილაპარაკოს ტოტენჰემის პრეზიდენტ დანიელ ლევისთან.

ამ სეზონში კრისტიან ერიქსენმა ტოტენჰემში 47 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი პასი შეასრულა.

დატოვე კომენტარი