ერიქსენის მომავალი გარკვეულია
ერიქსენის მომავალი გარკვეულია

ლონდონის ტოტენჰემის შემტევი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია.
ესპანური გამოცემის ასის ინფორმაციით, დანიელი ფეხბურთელი დეზებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს და გუნდის დატოვებას გეგმავს.

მისი შეძენის მთავარი კანდიდატი მადრიდის რეალია, რომელიც მზადაა ინგლისურ გუნდს სოლიდური თანხა გადაუხადოს.

ტრანსფერმარკტი ფეხბურთელს 85 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში ტოტენჰემის რიგებში ერიქსენმა 42 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.