ერიკ თენ ჰაგმა განმარტა, როგორი სტილის ფეხბურთს ითამაშებს „მანჩესტერ იუნაიტედი“ #1TVSPORT
ერიკ თენ ჰაგმა განმარტა, როგორი სტილის ფეხბურთს ითამაშებს „მანჩესტერ იუნაიტედი“ #1TVSPORT

„იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ თენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებს მისი მწვრთნელობის დროს მანჩესტერული გუნდი.

„უმთავრესია, რომ ფეხბურთელებმა ინიციატივა აიღონ საკუთარ თავზე, როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ, შეტევაშიც და დაცვაშიც.

ჩვენ პრესინგს ვითამაშებთ. პრესინგი იქნება ძალიან მაღალი და ინტენსიური. ჩვენ სუპერაქტიური ფეხბურთის თამაში გვსურს. შესაძლოა, ძალიან მაღალი პრესინგი გამუდმებით ვერ შევინარჩუნოთ, მაგრამ მარწუხები არ უნდა მოვუშვათ, ეს მუდმივად ჩვენი მიზანი უნდა იყოს“, – მოჰყავს მთავარი მწვრთნელის სიტყვები „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრესსამსახურს.

ინგლისის ჩემპიონატის გასული სეზონი მანჩესტერულმა გრანდმა მეექვსე პოზიციაზე დაასრულა.