ერიკ თენ ჰაგმა განაცხადა, რომ არ აპირებს მომავალ სეზონში კრიშტიანო რონალდოსთან თანამშრომლობას #1TVSPORT
ერიკ თენ ჰაგმა განაცხადა, რომ არ აპირებს მომავალ სეზონში კრიშტიანო რონალდოსთან თანამშრომლობას #1TVSPORT

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი, რომელიც მომავალი სეზონიდან, დიდი ალბათობით, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს კარიერას, არ აპირებს ინგლისური გუნდის ფორვარდთან კრიშტიანო რონალდოსთან მუშაობას. ამის შესახებ გაზეთი The Daily Star წერს.

აღნიშნავენ რომ, როგორც კი 52 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი „იუნაიტედში“ დაინიშნება, ის თავიდან მოიცილებს პორტუგალიის ნაკრების 37 წლის ფორვარდს. ამის შესახებ თენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებისას გამოაცხადა. მისი თქმით, ის არ გააკეთებს აქცენტს რონალდოზე, რადგან ის არ ერგება მწვრთნელის სათამაშო სტილს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ თენ ჰაგი ოთხწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკა „მანჩესტერ იუანიტედს“. შესაძლოა, ის უკვე მომავალ კვირას წარადგონინ ახალ პოსტზე.