ერიკ ტენ ჰაგის „ლევერკუზენში“ დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილია #1TVSPORT
ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი ახლოს არის „ლევერკუზენის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან. გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, ტენ ჰაგი მთავარ კანდიდატად მიიჩნევა ჩაბი ალონსოს შეცვლაზე, რომელიც, თავის მხრივ, მადრიდის „რეალს“ ჩაუდგება სათავეში.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. Kicker-ის ინფორმაციით, შეთანხმება თანამშრომლობაზე პრაქტიკულად მიღწეულია.
ერიკ ტენ ჰაგი 2024 წლის შემოდგომიდან უმუშევარია. „მანჩესტერ იუნაიტედამდე“ ის ამსტერდამის „აიაქსს“ ავარჯიშებდა.