ერიკ ტენ ჰაგი „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია #1TVSPORT
გერმანული მედიის ცნობით, ერიკ ტენ ჰაგს კარიერის ბუნდესლიგაში გაგრძელების შანსი აქვს, ის ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატია „ბაიერ ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, – ინფორმაციას ამის შესახებ „სკაის“ ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.
პლეტენბერგი იტყობინება, რომ „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელობა უკვე განიხილავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელი თავკაცის შესაძლო დანიშვნას. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის — კლუბი კვლავ ხაბი ალონსოს პასუხს ელოდება.
შეგახსენებთ, რომ ალონსო ამჟამად გუნდის მთავარი მწვრთნელია და მისი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ესპანელ სპეციალისტი ახლოსაა, კარიერა მადრიდის „რეალში“ გააგრძელოს.
რაც შეეხება ტენ ჰაგს, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გასული წლის შემოდგომაზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.
55 წლის ნიდერლანდელის სახელს 2019 წლის ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამის „აიაქსის“ წარმატებული გამოსვლა უკავშირდება. ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2022-2024 წლებში მუშაობდა. ტენ ჰაგთან ერთად ინგლისურმა გრანდმა ერთხელ ასოციაციის, ხოლო ერთხელ ლიგის თასი მოიგო.