ერიკ თენ ჰაგი დათანხმდა „ლევერკუზენთან“ 2-წლიან კონტრაქტს #1TVSPORT
ერიკ თენ ჰაგი დათანხმდა „ლევერკუზენთან“ 2-წლიან კონტრაქტს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი დათანხმდა „ლევერკუზენში“ მუშაობას.

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა მოიწონა გერმანული კლუბის პროექტი და მზად არის ორწლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

ახლა, თენ ჰაგი ელოდება „ლევერკუზენის“ საბოლოო გადაწყვეტილებას, რადგან კლუბს კავშირი ჰქონდა რამდენიმე სპეციალისტთან ჩაბი ალონსოს მხრიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ.

თავად თენ ჰაგი პრიორიტეტს „ლევერკუზენს“ ანიჭებს, იმ დროს, როცა მისი ყოფილი კლუბი „აიაქსი“ ელოდება მოვლენათა განვითარებას.