ერიკ თენ ჰაგი - ჩვენ ფანტასტიკურ ფეხბურთს ვითამაშებთ #1TVSPORT
ერიკ თენ ჰაგი - ჩვენ ფანტასტიკურ ფეხბურთს ვითამაშებთ #1TVSPORT

ერიკ თენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა:

„გვსურს, შემადგენლობაში გარკვეული პოზიციები განვაახლოთ. ამ გუნდს პოტენციალი ნამდვილად აქვს და ვაპირებთ, ფანტასტიკური ფეხბურთი ვითამაშოთ. „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა ჩემთვის არანაირი რისკის შემცველი არ არის.

ამ კლუბს დიდებული ისტორია აქვს და მოდით, ავაშენოთ ასეთივე დიდებული მომავალი. ამ საქმისთვის 100 პროცენტით დავიხარჯები. დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხებთ.

შედის თუ არა კრიშტიანო რონალდო ჩემს გეგმებში? რა თქმა უნდა! კრიშტიანოს ყოველთვის შეუძლია გოლების გატანა. თუმცა სანამ კონკრეტულ რამეს გეტყვით, მანამდე თავად კრიშტიანოს უნდა დაველაპარაკო“, – განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა.