ერიკ თენ ჰაგი „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელია
ერიკ თენ ჰაგი „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელია

ჰოლანდიურ გრანდს ამსტერდამის “აიაქსს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეს პოსტი  “უტრეხტის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ თენ ჰაგმა დაიკავა, – წერს ამსტერდამული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. 47 წლის სპეციალისტთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

ჰოლანდიელმა ამ პოსტზე მარსელ კაიზერი შეცვალა – ის “აიაქსიადან” გასულ კვირას დაითხოვეს.

2016 წელს, თენ ჰაგმა ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიიღო.

“აიაქსი” ჰოლანდიის ერედივიზიონის ცხრილში მეორე ადგილზეა. 18 ტურის შემდეგ, მას 41 ქულა აქვს და ლიდერ “ეინდჰოვენს” 5 ქულით ჩამორჩება.