ერიკ კანტონამ ნეიმარის ვარცხნილობას დასცინა
ერიკ კანტონამ ნეიმარის ვარცხნილობას დასცინა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ერიკ კანტონამ “ინსტაგრამში” საკუთარ გვერდზე ბრაზილიის ნაკრების ლიდერის ნეიმარის ახალ ვარცხნილობას დასცინა.

“პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავი ამ ვარცხნილობით შვეიცარიის წინააღმდეგ მატჩში წარსდგა გულშემატკივრების წინაშე.

“ნეიმარის სტილში… სპაგეტი ალ დანტე”, – დაწერა კანტონამ.