ერიკ კანტონა „მანჩესტერ იუნაიტედში“ იწყებს მუშაობას
ერიკ კანტონა „მანჩესტერ იუნაიტედში“ იწყებს მუშაობას

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელი, ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ერიკ კანტონა მანჩესტერულ კლუბში იწყებს მუშაობას, – იუწყება Mirror.

გამოცემის იფრომაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა კანტონას „მანჩესტერ იუნაიტედის“ ელჩის ან წარმომადგენლის პოზიციას შესთავაზებს.

ერიკ კანტონამ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ხუთი წელი ითამაშა და გუნდთან ერთად ინგლისის ჩემპიონობა ოთხჯერ იზეიმა. ამ პერიოდის განმავლობაში კანტონამ მანჩესტერელთა რიგებში 179 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 81 გოლი და 61 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.