ერიკ გორდონს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდება
„ჰიუსტონის“ მცველ ერიკ გორდონს მიმდინარე სეზონზე ტრავმებმა მოსვენება არ მისცეს. კალათბურთელი ამ მიზეზით კარიერაში ყველაზე ცუდ სტატისტიკურ მაჩვენებლებს აფიქსირებს.
საშუალო დისტანციიდან გორდონი 30.9% სიზუსტით ესვრის. სამქულიანი დისტანციიდან კი 28.4%. ეს კი მისი კარიერის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
როგორც ირკვევა 30 წლის სპორტსმენი, სულ მალე მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს. ექიმების განცხადებით ერიკს 6 კვირა გაუცდება.
Rockets expect Gordon to miss six weeks. Surgery will remove debris.
— Jonathan Feigen (@Jonathan_Feigen) 12 November 2019