ერიკ გორდონმა „ჰიუსტონთან“ კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა

12:40, 02.09.2019

„ჰიუსტონ როკეთსმა“ ახალი სეზონის დაწყებამდე გუნდში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა. ჯეიმს ჰარდენის მხარდამხარ 2019-20 წლების სეზონზე კრის პოლის ნაცვლად „ბაბუაწვერას“ ყოფილი თანაგუნდელი რასელ ვესტბრუკი ითამაშებს.

ამას გარდა, ტეხასური გუნდის ხელმძღვანელობამ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სვლა განახორციელა. ამერიკული მედია, კერძოდ კი „ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ „როკეთსის“ ხელმძღვანელობამ ერიკ გორდონთან მიაღწია შეთანხმებას და ის გუნდში კიდევ 4 წელი დარჩება.

ამ დროის მანძილზე გორდონი $54.4 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. ერიკი გასულ სეზონზე მატჩში საშუალოდ 16.8 ქულას აგროვებდა. ის 36.4 პროცენტიანი სიზუსტით ასრულებდა სამქულიან ტყორცნებს.

მსგავსი