ერიკ გორდონმა ფეხის ტრავმა მიიღო
ერიკ გორდონმა ფეხის ტრავმა მიიღო

ჰიუსტონ როკეთსმა“ ამხანაგურ შეხვედრაში დღეს „ბოსტონ სელტიკსი“ დიდი ანგარიშით – 137:112 დაამარცხა.

ტეხასური გუნდის გულშემატკივრებისთვის აღნიშნული მატჩი გამარჯვების მიუხედავად საკმაოდ სანერვიულო გამოდგა. ერიკ გორდონმა მარცხენა კოჭი უხერხულად ამოიტრიალა და პარკეტი თანაგუნდელების დახმარებით დატოვა.

მალევე გაირკვა, რომ გორდონი შეხვედრაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა. მოგვიანებით, ადრიან ვოჟნაროვსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერიკ გორდონს სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა.