ერიკ ბლედსოუ ტრავმის გამო 2-3 კვირა ვერ ითამაშებს
ერიკ ბლედსოუ ტრავმის გამო 2-3 კვირა ვერ ითამაშებს

„მილუოკი ბაგსმა“ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონის დროს მალკოლმ ბროგდონი „ინდიანაში“ გაუშვა. გამთამაშებლის პოზიციაზე მილუოკელებს კიდევ უფრო დიდი პრობლემა გაუჩნდათ, რადგან ტრავმა ერიკ ბლედსოუმ მიიღო.

„ათლეტიკის“ (The Athletic) ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ ბლედსოუ საკუთარ გუნდს 3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. წყაროს ცნობით, კალათბურთელმა ნეკნის მცირე მოტეხილობა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ბლედსოუმ მიმდინარე წლის მარტში „მილუოკისთან“ კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა და ამ დროის განმავლობაში $70 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. „ბაქსის“ გამთამაშებელი გასულ სეზონზე მატჩში საშუალოდ 11.5 ქულას აგროვებდა.